პოლიტიკა: შევარდნაძე: ხელისუფლებაში პუტინის მოსვლა საქართველოში არაფერს შეცვლის | საქართველოს ამბები | ||
რუსეთის პრეზიდენტის სახით ვლადიმირ პუტინის ახალი მოსვლა საქართველოსთვის არაფერს შეცვლის, განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. საქართველოს ექს-პრეზიდენტის თქმით, იგი პუტინს თითქმის ბავშვობიდან იცნობს და დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ იგი ქართველების მიმართ არანაირ სიძულვილს არ განიცდის. ამიტომ შევარდნაძეს მიაჩნია, რომ რუსეთთან საერთო ენის გამონახვა სრულიად შესაძლებელია, თუ საქართველოს ხელმძღვანელობას ასეთი სურვილი ექნება. „რუსეთი ჩვენი დიდი მეზობელია. რაში სჭირდება რუსეთს საქართველოს ოკუპაცია, იგი ისედაც მტკიცედ დამკვიდრდა ჩვენს ეკონომიკაში. დიდი ნაწილი სტრატეგიული ობიექტებისა, ის, რაც ვიცით და რაც არ ვიცით, უკვე მის ხელშია. მან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარა, ამიტომ მას საქართველოს ოკუპაციის საბაბი არა აქვს. შესაბამისად, ის განცხადებებიც, რომ პუტინის მოსვლა ჩვენთვის კატასტროფაა, უსაფუძვლოა“, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3534.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 ოქტ. 2011, 18:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.