პოლიტიკა: საქართველოს სსს: საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებში მნიშვნელოვანიმოვლენაა | საქართველოს ამბები | ||
საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის თბილისში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მოვლენაა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილმა დავით ჯალაღანიამ დღეს, 3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ნიკოლა სარკოზი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. მხარეები ორმხრივ და მრავალმხრივ ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს განიხილავენ. „საფრანგეთი ჩვენი მეგობრული ქვეყანაა. ჩვენთვის ძვირფასია ის როლი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოში, რუსული აგრესიის პირობებში ითამაშა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ვიზიტი პროგრესს შემოიტანს არა მხოლოდ ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში, არამედ რეგიონალური თვალსაზრისითაც“, - თქვა ჯალაღანიამ. ნიკოლა სარკოზი საქართველოს 7 ოქტომბერს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიხედვით ტურნეს ფარგლებში ეწვევა. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად იგი საქართველოს მოქალაქეების წინაშე თავისუფლების მოედანზე გამოვა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3533.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 ოქტ. 2011, 18:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.