პოლიტიკა: სააკაშვილი: საქართველოს ევროკავშირში შესვლის საკითხი ქართული სახელმწიფოს გადარჩენის საკითხია | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ორი დღის განმავლობაში ევროპელ ლიდერებთან მრავალი შეხვედრა ჩაატარა და ორი დასკვნა გამოიტანა. „პირველი ისაა, რომ ყველა ლიდერი საქართველოს შესაძლო გაწევრიანებასა და მზადყოფნაზე აცხადებს, რაც ადრე არასდროს ყოფილა“, - აღნიშნა მან. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრების მსვლელობაში ყველა ასევე აღნიშნავდა იმას, რომ საქართველო „სხვებზე უფრო შორს წაიწია წინ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ამ საკითხში ლიდერია“. „ჩვენ ევროკავშირში შესვლის პრეტენდენტებს შორის პირველ ნომრად ვართ“, - ხაზი გაუსვა მან. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი აღიარება ნიშნავს იმას, რომ „ყველა იმ რეფორმამ, რომლებსაც ჩვენ ბოლო წლებში ვატარებთ, ამასთან მძიმე პირობებსა და დაძაბული გარემოებისას, ევროპისკენ უფრო დაგვაახლოვა“ – „შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოსგან უკვე ევროკავშირის ქვეყნების სწავლობენ. მაგალითად, ჩვენთან ჩამოდიან გამოცდილების მისაღებად პენიტენციარულ სისტემაში, როგორც ამას ფრანგები აკეთებენ, შეისწავლიან კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლის გამოცდილებას“. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3519.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 ოქტ. 2011, 20:18 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.