პოლიტიკა: დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს | საქართველოს ამბები | ||
დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს. ვარშავაში გამართულ კონფერენციაზე ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის"- ,,მოძრაობა ევროპულ დემოკრატიულ საზოგადობისაკენ, კეთილდღეობა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება" პროგრამის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა ნიკ კლიგმა აღნიშნა, რომ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნები იმსახურებენ და უნდა იქცნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებად. ,,ეს პირველი შემთხვევაა, რაც მე მახსოვს, როდესაც დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ გვყავს ტრადიციული პარტნიორები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, მაგრამ ამჯერად დასავლეთ ევროპაში შევიძინეთ დიდი და მნიშვნელოვანი მეგობარი დიდი ბრიტანეთის სახით. კლიგას გამოსვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი განცხადება იქნა გაკეთებული აგრეთვე ევროკკომისარის შტეფან ფულეს მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ისევ აღდგება და დაიწყება მისი ახალი ეტაპი, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის გამარტივებას. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3513.html
| |||
განათავსა - consul | 30 სექ. 2011, 18:54 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.