პოლიტიკა: -ხიდაშელი: ელექტრომობილების პროექტი ჩავარდა ისევე, როგორც სააკაშვილის მრავალი პროექტი | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „გასული წლის ბოლოს მექსიკაში საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკის მინისტრთან ვერა ქობალიასთან ერთად მთელ საქართველოს ამცნო, რომ მისმა მთავრობამ რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო. არსებობდა სამთავრობო ავტოპარკის ელექტრომობილებით შეცვლის, ავტობანებზე სპეციალური ბენზინგასამართი სადგურების შექმნის და ა. შ. კონკრეტული გეგმა. ვერა ქობალიამ 2011 წლის თებერვალშიც განახორციელა რამდენიმე ვიზიტი და თქვა, რომ „რენო-ნისანთან“ შეთანხმება იქნა მიღწეული და ელექტრომობილთა პირველი პარტია წლის ბოლომდე შემოვა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ საზოგადოებრიობას სრული ინფორმაცია მიაწოდოს, რა მიზეზით ჩავარდა ეს „რევოლუციური პროექტი“, როგორი ხასიათის შეთანხმება გააფორმდა კომპანიებთან და რამდენი დაუჯდა ბიუჯეტს ვიზიტები ამ მიზნით. მხოლოდ მოკლე წინადადება - „გადაწყვეტილება არ მიღებულა“ - არ შეესაბამება სინამდვილეს და ამჟამინდელი საინფორმაციო სივრცის პირობებში ამის დამტკიცება სირთულეს არ წარმოადგენს“, - თქვა თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, დღეს უკვე ნათელია, რომ ეს გეგმა, ისევე როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული მრავალი პროექტი, ჩავარდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3504.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 სექ. 2011, 18:47 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 1 ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.