პოლიტიკა: საქართველოს სსს ტუვალუსთვის ფინანსური დახმარების გაწევის ფაქტს ადასტურებს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ტუვალუსთვის, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, ფინანსური დახმარების გაწევის ფაქტს ადასტურებს. როგორც დღეს ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე დავით ჯღალანიამ განაცხადა, "ამაში გასაკვირი და გასაკიცხი არაფერია." "თქვენ ალბათ გახსოვთ, როგორ დაეხმარა საქართველო იაპონიას და ეს საერთაშორისო ურთიერთობებში აღიარებული პრაქტიკაა. რაც შეხეება ტუვალუს, ჩვენ მას მედიკამენტებით დავეხმარეთ და ტუვალუმ ეს დახმარება მიიღო"-განაცხადა ჯღალანიამ. რაც შეეხება ტუვალუს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას, ჯღალანიას თქმით, "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით მონიტორინგის რეჟიმშია, რადგან ამის შესახებ ინფრომაციას მხოლოდ რუსული და აფხაზური მედიისგან ფლობს, მაგრამ არა პირვენდელი წყაროდან." "ამ ჯუჯა სახელმწიფოს ასეთი მოქმედების ფსიქოლოგიური მოტივის დადგენა საკმაოდ რთულია. ჩვენი რეაქცია საბოლოო რეზულტატის შესაბამისი იქნება"-განაცხადა მან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3498.html
| |||
განათავსა - consul | 26 სექ. 2011, 19:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.