პოლიტიკა: აბაშიძე: პუტინის მოსვლის შემდეგ მსოფლიოში მძიმე დრო დადგება | საქართველოს ამბები | ||
რუსეთისთვის, საქართველოსთვის და რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნებისათვის მძიმე დრო დადგება. ამის შესახებსაერთაშორისო საკითხების ექსპერტმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, როდესაც რუსეთის პრემიერ-იმინისტრის ვლადიმერ პუტინის მიერ პრეზიდენტის პოსტის ხელმეორედ დაკავების შესახებ კომენტარს აკეთებდა. "ყველაფერი მაინც ამისკენ მიდიოდა. ბოლო დროისათვის ნათელი გახდა, რომ ეს საქართველოსთვის, რუსეთისთვის და რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნებისათვის ცუდი პერსპექტივაა. რუსეთში, ამ დრომდე, ნომინალურად არსებული ორი პოლიტიკური ფიგურა ,პუტრინის ერთპოლარულ რეჟიმთან შედარებით უფრო მეტ იმედსა იძლეობდა და მეტ ინტერესს იწვევდა . ახლა ყველაფერი წრეზე ბრუნავს და რუსეთის ოპოზიციას სახელმწიფო დუმაში მოხვედრის მინიმალური შანსი აქვს. "-ამის შესახებ აბაშიძემ სააგენტო "პირველს" განუცხადა და დაამატა, რომ "რუსეთი ვერ შეძლებს მის წინ არსებული გამოწვევების გამკვლავებას პოლიტიკის მოდერნიზაციისა და საგარეო ურთიერთობებში სიახლეების შეტანის გარეშე. ექსპერტი იმედის მომცემ პროგნოზს არ აკეთებს კონკრეტულად არც ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან და არც რუსულ-ამერიკული "გადატვირთვის" პოლიტიკასთან დაკავშირებით. "სამწუხაროდ, სიტუაციის გაუმჯობესების მხრივ კარგი არაფერია მოსალოდნელი. არ ვფიქრობ. რომ პუტინს შეცვლა შეეძლო და არსებობს იმის შანსი, რომ იგი რუსეთისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ახალი ამპულით წარსდგება."-განაცხადა ექსპერტმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3489.html
| |||
განათავსა - consul | 24 სექ. 2011, 19:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.