პოლიტიკა: საქართველო მზადაა პოსტრევოლუციური მშენებლობის გამოცდილების გაზიარებისთვის | საქართველოს ამბები | ||
ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლა მხოლოდ სამხედრო და პოლიციური მეთოდებით შეუძლებელია. ის განადგურებული იქნება, მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში თავისუფლება, დემოკრატია და განვითარება იმეფებს. ამის შესახებ გენერალური ასამბლიის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი შეხედულების თანახმად, მსოფლიო საზოგადოება უნდა მიესალმოს ერების მისწრაფებას თავისუფლებისა და სამართლიანობისაკენ.მისი აზრით, მხოლოდ კოლექტიური მოქმედებები უზრუნველყოფს გრძელვადიან უსაფრთხოებას. პრეზიდენტმა თავისი ქყვენის გამოცდილების გაზიარებას იმ ქვეყნებს დაპირდა, რომლებმაც თავისუფლება მიიღეს. მან შეგვახსენა, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მისმა ხელისუფლებამ უპრეცენდენტო ნაბიჯი გადადგა და ყველა პოლიციელი გაათავისუფლა. სამი თვის განმავლობაში საქართველოში პოლიციელები არ არსებობდნენ, თუმცა დანაშაულთა რაოდენობამ იკლო იმის გამო, რომ ხალხს თავისი ქვეყნის გამო პასუხისმგბელობა გაუჩნდა. მიხეილ სააკაშვულმა თქვა, რომ ტუნისის, ეგვიპტისა და ლიბიის ახალი ხელისუფლების წინაშე მალე დადგება ახალი პრობლემები და ამ ქვეყნებში რევოლუციის წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დაიწყებენ ისინი ახალი რეფორმების გატარებას. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3488.html
| |||
განათავსა - consul | 23 სექ. 2011, 19:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.