პოლიტიკა: საქართველომ ავღანეთში იმაზე დიდი წვილი შეიტანა, ვიდრე მისგან მოელოდნენ | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ მსოფლიოს დაცვის მიზნით აუცილებელია საერთაშორისო სადაზვერო და სამხედრო თანამაშრომლობის გაგრძელება. "მე ამაყი ვარ იმით, რომ საქართველომ საერთაშორისო ძალებში, ავღანეთში ბევრად დიდი წვილი შეიტანა, ვიდრე მისგან მოელოდნენ. მე ჩვენი ჯარისკაცებით ვამაყობ, რომლებიც საერთაშორისო სიძულვილის დასამარცხებლად ყველაფერზე მიდიან და მინდა პატივი მივაგო მათ, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ. მე ჩვენი პოლიციით ვამაყობ, რომელიც ატომური იარაღით ვაჭრობას ებრძვის. მე ვამაყობ იმით, რომ საქართველო არა მარტო სარგებლობს საერთაშორისო უსაფრთხოებით, არამედ უზრუნველყოფს კიდევაც მას. მე ყველაფერ ამით ვამაყობ, მაგრამ ამავდროულად ისიც ვიცი. რომ მხოლოდ სამხედრო და პოლიციური მეთოდებით ექსტრემიზმისა და ტერორიზმის დამარცხება შეუძლებელია. მსოფლიოში არსბული ექსტრემიზმისა და ტერორიზმის დამარცხება მხოლოდ დემოკრატიის, თავისუფლებისა და სიმდიდრის გავრცელებითაა შესაძლებელი."-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც იგი გაეროს გენერალური ასამბლიის 66-ე სესიაზე გამოდიოდა. მისი თქმით, სამყარო უნდა მიესალმოს თავისუფლებისა და სამართლიაონოსაკენ უნივერსალური სწრაფვას. მისი შეხედულებით, საერთო ხანგრძლივ უსაფრთხოებას მხოლოდ კოორდინირებული პასუხი უზრუნველყოფს. "საქართველო კიდევ არის მზად საერთაშორისო ძალებში დიდი წვლილი შეიტანოს"-განაცხადა პრეზიდენტმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3487.html
| |||
განათავსა - consul | 23 სექ. 2011, 19:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.