ეკონომიკა: ონიშენკო: რუსეთი „ბორჯომისა“ და ქართული ღვინის გარეშე გაძლებს | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „ჩვენთან მოლაპარაკებების წარმოებას უკვე სამი კომპანია ცდილობს, რომლებიც საკუთარ თავს ნომინირებენ როგორც ექსკლუზიური მიმწოდებლები. ორს უკვე შევხვდით, შევახსენეთ პირობები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება დასრულდეს ყველა პროცედურა (რუსეთის ფედერაციის ბაზარზე დასაბრუნებლად)“, - თქვა ონიშკენკომ ქართული მინერალური წყლის მიწოდებების თაობაზე კონსულტაციებზე. „მაგრამ ტექნიკური დოკუმენტაციის მიწოდების თვალსაზრისით საპასუხო ნაბიჯებს ჯერ ვერ ვხედავთ“, - განაცხადა მან. ონიშენკომ აღნიშნა, რომ ასეთივე სიტუაცია ქართული ღვინის მიწოდებების აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით იქმნება - ქართული ბიზნესის წარმომადგენლები განცხადებების იქით არ მიდიან. „სასურველია, შეწყდეს მიმციობანას თამაშობანი. თუ უნდათ, მოვიდნენ ჩვენ ბაზარზე. მაგრამ საჭიროა გაგება იმისა, რომ პირობები ძალიან მკაცრი იქნება“, - თქვა „როსპოტრებნადზორის“ უფროსმა. მან თქვა, რომ ქართული ბიზნესის წარმომადგენლები უნდა ხვდებოდნენ, რომ „ბორჯომისა“ და ქართული ღვინის გარეშე რუსეთი გაძლებს. „განსაკუთრებული საჭიროება და დეფიციტი არ არის“, - განაცხადა მან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3485.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 სექ. 2011, 19:49 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.