ეკონომიკა: მსოფლიო ბანკი საქართველოს საშეღავათო საბიუჯეტო კრედიტს გამოუყოფს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მსოფლიო ბანკი საქართველოს 40 მლნ დოლარის ოდენობის საშეღავათო საბიუჯეტო კრედიტს გამოუყოფს. გუშინ, 15 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ასამ ალამმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების ფინანსირების შესახებ (DPO III)“, რომელიც ითვალისწინებს საშეღავათო საბიუჯეტო კრედიტის გამოყოფას საქართველოს წარმატებული რეფორმების მხარდასაჭერად. კრედიტის მოცულობა 40 მლნ დოლარს შეადგენს, ხანგრძლივობა - 25 წელს, საშეღავათო პერიოდი - 5 წელს, განაკვეთი - წლიურ 2%-ს. აღნიშნული პროგრამის პირველი და მეორე ნაწილის ფარგლებში საქართველომ 2009-2010 წლებში შესაბამისად 90 და 51 მლნ დოლარი საშეღავათო კრედიტი მიიღო. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3467.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 სექ. 2011, 20:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.