პოლიტიკა: ლეიბორისტები: სომხური და აზერბაიჯანური ენებისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭება იგეგმება | საქართველოს ამბები | ||
ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას თქმით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში სომხური, აზერბაიჯანული და სხვა ენებისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭება იგეგმება. ამის შესახებ მან გუშინ, 13 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამერიკაში სომხური ლობის დავალებითა და სააკაშვილის მოღალატეთა ბანდის ხელით მზადდება კიდევ ერთი ანტიეროვნული გადაწყვეტილების მიღება, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი დიდი დაყოფის მიზნით. ყველა ის დეპუტატი, ვინც აღნიშნულ კანონს ხმას მისცემს, საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც სამშობლოს მოღალატე“, - აღნიშნა გუგავამ. მისი თქმით, ხელისუფლებათა გეგმის განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნულ რეგიონებში განათლება, სასამართლო სხდომები, ადმინისტრაციული და სამოქალაქო ურთიერთობები ქართულ ენაზე აღარ განხორციელდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3449.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 სექ. 2011, 20:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.