საზოგადოება: 15 სექტემბერიდან მომატებულ პენსიას 670 ათასი პენსიონერი მიიღებს | საქართველოს ამბები | ||
15 სექტემბრიდან ხელისუფლება გაზრდილი პენსიების დარიგებას იწყებს. ამის შესახებ, დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესს–კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა, შრომის მინისტრმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვილს მინისტრმა ანდრია ურიშაძემ განაცხადა. მომატებულ პენსიას 670 ათას მეტი პენსიორი მიიღებს. პრემიერის თქმით, 15 სექტემბრიდან მინიმალური პენსია 100 ლარი გახდება. შესაბამისად, თბილისში პენსიის მოცულობა 10 ლარით გაიზრდება, ხოლო რეგიონში კი 20 ლარით გაიზრდება. ასევე, გილაურმა აღნიშნა, რომ თითოეულ პენსიონერს ყველა სოციალური შეღავათი შეუნარჩუნდება, რომელებითაც ისინი აქამდე სარგებლობდნენ. მან განაცხადა, რომ მომატებულ პენსია 670 ათას პენსიონერს და 24 ათას შეზღდული უნარის მქონე ადამიანს დაენიშნება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გადაწყვეტილება პენსიის მომატების თაობაზე გაზაფხულს იქნა მიღებული, მას შემდეგ რაც ბიუჯეტში დამატებით 35 მილიონი ლარის აკუმულირება მოხდა. პენსიონრების მომსახურებისათვის, სოციალურ ბიუჯეტს 13 მილიონი ლარი დაემატა. ურიშაძის განმარტებით, "ლიბერთი ბანკის" ფილიალებში პენსიის დარიგება 15 სექტემბერს დაიწყება. პენსიას სახლებში მიიღებენ ის პირები, ვისაც არ შეუძლიათ ბანკის ფილიალებში დამოუკიდებლად მისვლა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო 4–5 წლის განმავლობაში, პენსია 7–ჯერ გაიზარდა. მისი თქმით, ადრე პენსიას 14 ლარს შეადგენდა, შემდეგ 28 ლარამდე გაიზარდა, შემდეგ 35–მდე, ხოლო 15 სექტემბრიდან პენსია 100 ლარს შეადგენს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3444.html
| |||
განათავსა - consul | 13 სექ. 2011, 19:54 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.