პოლიტიკა: The Guardian: პუტინს არ დავიწყებია, რომ კემერონი თბილისში სააკაშვილის მხარდასაჭერადჩაფრინდა | საქართველოს ამბები | ||
მოსკოვში კემერონის ვიზიტი გარღვევით არ დასრულებულა. ასე აფასებს უცხოური მასმედია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მგზავრობას მოსკოვში. ბრიტანული გამოცემა The Guardian წარუმატებელი ვიზიტის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად საქართველოს ფაქტორს ასახელებს. „ერაყამდე არსებული ურთიერთობებისკენ, „ფერადი რევოლუციებისკენ“ და რუსულ-ქართული ომისკენ დაბრუნების შესახებ საუბარი არ არის. ზოგიერთს დაავიწყდა, რომ კემერონი თბილისში ჩაფრინდა იმისათვის, რომ სააკაშვილისთვის მხარდაჭერა გამოეხატა, მაგრამ პუტინს ეს არ დავიწყებია“, - წერს სტატიის ავტორი ლუკ გარდინგი. სტატიის ავტორის აზრით, როგორც ჩანს, არც ლონდონს და არც მოსკოვს არა აქვთ ილუზიები იმისა, რომ კემერონის ერთდღიანი ვიზიტი ურთიერთობებში მნიშვნელოვან გარღვევას გამოიწვევს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით 12 სექტემბერს იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები ჩაატარა რუსეთს პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან და პრემიერ-მინისტრთან ვლადიმირ პუტინთან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3443.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 სექ. 2011, 19:54 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.