ეს საინტერესოა: რომელი პოპულარული მულტფილმი ასახიჩრებს ბავშვებს? | მსოფლიოს ამბები | ||
როგორც ფსიქოლოგებმა დაადგინეს, ისეთი მულტფილმების ყურება, როგორიცაა „ღრუბელი ბობი“ („Sponge Bob“), რომლებიც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, არღვევს ბავშვის მიერ კონცენტრაციის უნარს და გავლენას ახდენს მის ქცევაზე. ტესტებმა აჩვენა: ოთხი წლის ასაკის ბავშვებს, რომლებიც პოპულარულ სერიალს რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურებდნენ, ნაკლებად შეეძლოთ ამოცანების ამოხსნა და უარესად ახდენდნენ კონცენტრირებას ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც ხატავდნენ ან უყურებდნენ არა ესოდენ დინამიურ მულტფილმს, წერს The Telegraph. ექსპერტთა აზრით, მიზეზის პოვნა საჭიროა იმაში, რომ ბავშვები მულტფილმის გმირების ქაოსურ ქცევას აკოპირებენ. ამას გარდა, სწრაფ და არალოგიკურ ვიდეორიგს ბავშვებში ზედმეტი აღგზნების გამოწვევა შეუძლია. მშობლებმა უფრო წინდახედულად უნდა მიუდგნენ ბავშვებისათვის პროგრამის არჩევის საკითხს. უმჯობესია, თუ ბავშვს სამაგიდე თამაშების თამაშს შესთავაზებთ. ანჯელინ ლილარდი ვირჯინიის უნივერსიტეტიდან, რომელიც ექსპერიმენტს ატარებდა, აღნიშნავს: „ასეთ მულტფილმებს გავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის მიერ სწავლებისა და საკუთარი ქცევის გაკონტროლების უნარზე, ბავშვები ხომ ქცევას, საკუთრივ, სწავლასთან ერთად სწავლობენ. სკოლაში მათ ჯეროვნად მოქცევა უხდებათ, ეს კი გარკვეულ საშემსრულებლო ფუნქციას მოითხოვს“. უნდა ითქვას, რომ მულტრილმი „ღრუბელი ბობი“, რომელიც არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ დიდებშიც არის პოპულარული, ადრე უკვე ექვემდებარებოდა კრიტიკას საეჭვო იუმორისა და ჰომოსექსუალური ურთიერთობების წახალისებისთვის, ევანგელისტების თვალსაზრისით. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3439.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 სექ. 2011, 19:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.