კრიმინალი: ბრეივიკის სასამართლო პროცესი ნაწილობრივ ღია იქნება | მსოფლიოს ამბები | ||
ნორვეგიელ მოსამართლემ ენ მარგარეტმა, რომელიც ანდრეს ბრეივიკის საქმეს იხილავს, დაინტერესებულ პირებს ნება დართო მორიგ სასამართლო პროცესს დასწრებოდნენ, რომელიც 19 სექტემბერსა გაიმარტება. როგორც 13 სექტემბერს, Agence France-Presse–მა განაცხადა, პროცესზე ჟურნალისტებსა, დაზარალებულებს, დაღუპულთა ნათესავებს და რამოდენიმე სხვა ადამიანსაც შეუშვებენ. ამასთან ერთად, სხდომა, როგორც მანამდე, ფართო საზოგადოებისათვის დახურული იქნება, რეპორტიორებს აუკრძალავენ ფოტოს გადაღებას და ინფორმაციის მიღებას შეუზღუდავენ. ამგვარად, სასამართლომ უარი განაცხადა პოლიციის დაჟინებულ მოთხოვნაზე, რომელიც სასამართლო პროცესის სრულიად დახურვას შეეხებოდა. პოლიციის შეხედულებით, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ბრეივიკსა და მისი თანამზრახველებს შორის საუბარი არ შედგეს თავად ბრალდებული,პირიქით ითხოვს, რომ იგი საჯაროდ გაასამართლონ. AFP იუწყება, რომ სასამართლო მორიგ სხდომაზე ბრეივიკის პატიმრობის გახანგრძლივების საკითხს განიხილავს და ასევე გადაწვეტს იგი შემდგომშიც მარტო უნდა დარჩეს თუ არა საკანში. 32 წლის ანდრეს ბრეივიკი ბრალდებულია 22 ივლისს, ოსლოში მოწყოვილი ტერაქტისათვის და კუნძულ უტოიაში, ახალგაზრდულ ბანაკში მოწყობილ სროლაზე, რის შედეგადაც 77 ადამიანი დაიღუპა. ბრეივიკმა აღიარა თავისი დანაშაული და მისი ქმედებები იმით ახსნა, რომ მას სურდა ნორვეგიისა და ევროპის მულტიკულტურალიზმისაგან გადარჩენა. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3436.html
| |||
განათავსა - consul | 13 სექ. 2011, 19:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.