ეს საინტერესოა: „მფრინავი ზურგჩანთა“ გაყიდვაში 2012 წელს გამოჩნდება | მსოფლიოს ამბები | ||
ახალზელანდიური კომპანია Martin Aircraft 2012 წლიდან ინდივიდიალური აპარატების - Martin Jetpack-ის გაყიდვების დაწყებას აპირებს. Ubergizmo წერს, რომ „მფრინავი ზურგჩანთა“ მყიდველს 100 ათასი დოლარი დაუჯდება. Martin Jetpack, რომელიც ახალზელანდიური კომპანიის დამფუძნებელმა გლენ მარტინმა გამოიგონა, პირველად 2008 წელს წარადგინეს. იმისათვის, რომ Martin Jetpack სამოქალაქო ავიაციისთვის შეზღუდვების ქვეშ არ მოხვდეს, მისი ფრენის სიჩქარე საათში დაახლოებით 100 კილომეტრით შეზღუდეს, ხოლო ადამიანის აყვანა აპარატს 2.5 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია. Martin Jetpack-ის ფრების მაქსიმალური ხანგრძლივობა 30 წუთს შეადგენს, აპარატი კი ბენზინზე მუშაობს. ექსპერიმენტული ნიმუში 115 კილოგრამის მასის მოწყობილობას წარმოადგენდა. მცირე გაბარიტები Martin Jetpack-ის მყიდველს სპეციალური ლიცენზიის ქონის აუცილებლობისაგან გაათავისუფლებს. Martin Aircraft-ში, რომელიც პროექტზე 25-ზე მეტი წელი მუშაობდა, იმედოვნებენ, რომ მფრინავი აპარატების მყიდველები არა მხოლოდ კერძო პირები, არამედ სამაშველო სამსახურებიც გახდებიან. გარდა ამისა, Martin Aircraft-ში მიაჩნიათ, რომ აპარატით შესაძლოა სამხედრო პირები დაინტერესდნენ. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3433.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 სექ. 2011, 19:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.