ეკონომიკა: ირანი და რუსეთი ენერგეტიკის საერთო კომიტეტს შექმნის | მსოფლიოს ამბები | ||
ირანი და რუსეთი ენერგეტიკის საერთო კომიტეტს შექმნის. ასეთი გადაწყვეტილება, თეგერანში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი შმატკომ და ირანის ნავთობის მინისტრმა როსტამ გასემმა მიიღო, ამის შესახებ იტარ–ტასის კორესპოდენტს საინფორმაციო წყარომ შეატყობინა. კომიტეტს ორი ქვეყნის მინისტრების მოადგილეები უხელმძღვანელებენ. ენერგეტიკული სფეროს მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომიტეტის სხდომა რეგულარულად ორმხირივი მოლაპარაკებების რეალიზაციიაზე კონტორილის დაწესების მიზნით გაიმართება. მოლაპარაკებების ფარგლებში მინისტრებმა რუსულ–ირანის ენერგეტიკული "საგზაო რუკის" რეალიზაციის დაჩქარების მნიშვნელობა დაადასტურეს, რომელიც გასული წლის ივლისში, მოსკოვში, ირანის ნავთობის ყოფილი მინისტრის მასუდა მირკაზემის დროს იქნა მიღებული. ამის გარდა, მხარეებმა კასპის ზღვასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციიები დააფიქსირეს, სადაც გარემოს დაცვის მიზნით გაზსადენების განთავსებას გამორიცხა. ასევე, მინისტრებმა დაადასტურეს მხარეთა განზრახვები საერთაშორისო და რეგიონალური ორგანოზაციების ფარგლებში ძალების კოორდინირება მოახდინონ, მათ შორის გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის ფარგლებშიც. ასევე, მათ ნავთობისა და გაზის დამზადებაში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3425.html
| |||
განათავსა - consul | 12 სექ. 2011, 22:24 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.