პოლიტიკა: ტრიპოლში საბრძოლო მასალების საცავში აფეთქება მოხდა | მსოფლიოს ამბები | ||
ტრიპოლში, აეროპორტთან ახლოს საბრძოლო მასალების საცავში აფეთქება მოხდა,ამის შესახებ, 12 სექტემბერს Agence France-Presse–მა განაცხდა. სააგენტოს მონაცემების თანახმად, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაზიანდა. ლიბიის გარდამავალი საბჭოს წარმომადგენლებმა Reuters–ის კორესპოდენტები დაარწმუნეს, რომ ინციდენტი არ მომხდარა არც დივერსიისა და არც ტერაქტის შედეგად. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა არსენალიდან სამხედრო ბაზაზე გადაჰქონდათ. როგორც Agence France-Presse საცავის დამცველთა ინფრომაციაზე დაყრდნობით აცხადებს, საბრძოლო მასალა შენახვის არასწორი პირობების გამო აფეთქდა. უსაფრთხოების სპეციალისტების ინფრომაციის თანახმად, ლიბიის სხვა საცავებში საბრძოლო იარაღების აფეთქების ალბათობა ძალიან მაღალია, აზუსტებს Reuters. ექსპერტების თქმით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ 2011 წლის აგვისტოს მუამარ კადაფის სამხედროების ქალაქიდან წასვლის შემდეგ არსენალებს ცუდად უვლიდნენ და ისინი ცუდადც ინახებოდა. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3424.html
| |||
განათავსა - consul | 12 სექ. 2011, 22:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.