საზოგადოება: „თბილისის მიკროავტობუსი“: ახალი წლიდან მიკროავტობუსებით მგზავრობა არ გაძვირდება | საქართველოს ამბები | ||
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უარყოფს გავრცელებეულ ინფორმაციას იმაზე, რომ, თითქოს-და, ახალი წლიდან სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის ღირებულება 1 ლარამდე გაძვირდება. „აღნიშნული ინფორმაცია სრულიად უსაფუძვლოა. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობის ფასის დადგენა კომპანიის პრეროგატივაა, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აცხადებენ კომპანიაში. მათი თქმით, მგზავრობის ღირებულება 80 თეთრს არ გადააჭარბებს. ასევე არ შეიცვლება მგზავრობის ღირებულება იმ სამარშრუტო ტაქსებში, რომლებიც ამ ეტაპზე 40, 50 და 60 თეთრი ღირს. როგორც გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, ინფორმაციას მარშრუტკებში მგზავრობის ღირებულების სავარაუდო გაზრდის შესახებ მიკროავტობუსების მძღოლები ავრცელებენ. მათი თქმით, ახალ სამარშრუტო ტაქსებში მუშაობა არამოგებიანია, რადგან შემოსავლები ძლივს ფარავს ხარჯებს. „ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ სამარშრუტო ბიზნესი კერძოა და, შესაბამისად, ისინი საკუთარი თავისგან ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიან. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“, რომელმაც თბილისის მასშტაბით მგზავრთა გადაყვანის უფლება 20 წლის ვადით მიიღო, კომენტარებზე კატეგორიულ უარს ამბობენ“, - აღნიშნულია სტატიაში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3420.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 სექ. 2011, 22:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.