ეს საინტერესოა: მილიონერის ვაჟმა ლატარიაში 100 მილიონი დოლარი მოიგო | მსოფლიოს ამბები | ||
სასტუმროთა ქსელ Marriott-ის პრეზიდენტის ვაჟმა ლატარიაში 100 მილიონზე მეტი დოლარი მოიგო. ამის შესახებ წერს გაზეთი New York Post. ლატარია Mega Millions-ის ჯეკ-პოტი 107 მილიონი დოლარის ოდენობით 25 წლის ბრაიან მაკარტის ბილეთზე აღმოჩნდა, რომელიც მან ვირჯინიას შტატის ქალაქ ჰერნდონში მდებარე პროდუქტების მაღაზიაში შეიძინა. ბრაიანის მამის რობერტ მაკარტის წლიური კომპენსაცია მილიონ დოლარს აჭარბებს. 107 მილიონიდან ბრაიან მაკარტი ნაღდი ფულით 68 მილიონზე ოდნავ მეტი დოლარის მიღებას შეძლებს. ბილეთის მფლობელი მოგებული თანხის ნაწილის დახარჯვას სედან BMW M3-ის შეძენასა და ირლანდიაში მოგზაურობაზე აპირებს. ლატარია Mega Millions აშშ-ის 41 შტატის ტერიტორიაზე, კოლუმბიის ოლქსა და ამერიკულ ვირჯინიის კუნძულებზე ტარდება. 2011 წლის მარტში ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ოლბანში შეძენილი ბილეთით მოგებულ იქნა ლატარიის რეკორდული ჯეკ-პოტი 319 მილიონი დოლარის ოდენობით. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3416.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 სექ. 2011, 21:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.