პოლიტიკა: იაკობაშვილი: აშშ მოსკოვისთვის საქართველოს ლანგარზე მირთმევას არ აპირებს | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „აშშ-ის პოზიცია ქართული მხარის პირობების მიმართ მსო-ში რუსეთის შესვლასთან დაკავშირებით შემდეგია: თუ რუსეთს მსო-ში წევრობა სურს, იგი თავად უნდა შეუთანხმდეს საქართველოს, აშშ კი რუსეთისთვის ჩვენი ქვეყნის ლანგარზე მირთმევას არ აპირებს. გარდა ამისა, აშშ მხარს უჭერს იმას, რომ მსო-ში რუსეთის შესვლა კონსენსუსისა და მსო-ს ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერით ხორციელდებოდეს“, - განაცხადა იაკობაშვილმა. ელჩი აღნიშნავს, რომ „აშშ მსო-ში რუსეთის შესვლას მხარს უჭერს, თუმცა საუბარი იმაზე, რომ რუსეთი აუცილებლად უნდა გახდეს მსო-ს წევრი, არ მიმდინარეობს“. „აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად რუსულ ხელისუფლებაში მსო-ში შესვლასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პოზიცია გაჩნდეს. ჯერჯერობით რუსეთის მთავრობაში არიან ისეთებიც, რომელთა აზრით ქვეყანას მსო-ში წევრობა არ სჭირდება“, - განაცხადა იაკობაშვილმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3415.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 სექ. 2011, 21:28 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.