პოლიტიკა: გრიგოლ ვაშაძე: დიპლომატები მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტისაგან ახალ ინსტრუქციებს მიიღებენ | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ახორციელებენ ელჩები სამუშაოს იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებში, სადაც ისინი მივლინებულები არიან. აუცილებელია, რომ ჩვენმა დიპლომატებმა მთავრობისა და კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტისაგან ინსტრუქციები მიიღონ“, - თქვა ვაშაძემ. მან აღნიშნა, რომ ინსტრუქციები ოთხ ძირითად მიმართულებაზე იქნება გამახვილებული. „პირველი - ეს არის უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შექმა საქართველოსთვის, რათა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები და ეკონომიკური მშენებლობა გაგრძელდეს. მეორე - დეოკუპაცია - ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსი საოკუპაციო ჯარების გამოყვანა და მანდ მშვიდობიანი ოპერაციების წარმოება, მესამე - საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური მშენებლობისთვის ხელშეწყობის გაწევა, მეოთხე - ევრო და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია - სვლა ევროკავშირსა და ნატოსკენ რაც შეიძლება სწრაფი ტემპით“, - ვაშაძის თქმით, ასეთ ინსტრუქციებს მისცემენ ქართველ დიპლომატებს. ამავე დროს, მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა წინ მოძრაობს, „ჯერ კიდევ რჩება დიდი გამოწვევები და პრობლემები“. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3412.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 სექ. 2011, 21:27 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.