პოლიტიკა: ქაიროს არეულობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() 9 სექტმებერს, ღამით, ისრაელის საელჩოსთან მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა. ხალხი, მიმდინარე წლის აგვისტოს, ისრაელის საზღვართან, 5 ეგვიპტელი ჯარისკაცის მკვლელობას აპროტესტებდა. დემონსტრანტებმა შეძლეს ირაელის საელჩოს წინ აღმართული "უსაფრთხოების კედლის" დანგრევა და ისრაელის დროშის ჩამოხსნა. დემონსტრანტების დასარბევად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პოლიციამ არეულობის 19 პროვოკატორი დააკავა, რომლებიც სამხედრო პროკურატურას დასაკითხად გადასცა. შენობასთან, რომელშიც ისრაელის დიპლომატიური მისია მდებარეობს, 10 სექტემბერს, ღამით ჯავშანტექნიკა და არმია იქნა გაგზავნილი. ისრაელის ელჩმა, საელჩოს თანამშრომლებმა და მათი ოჯახის წევრებმა ეგვიპტე უკვე დატოვეს. ისრალის საელჩოს შენობაზე განხორციელებული თავდასხმა 1979 წლის შემდეგ ყველაზე სერიოზული ინცინდენტი გახდა. აღნიშნულ წელს ქაირომ მეზობელთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ისრაელის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის გამო ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანაგებო სიტუაცია გამოაცხადა. ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც დემონსტრანდებმა ისრაელის სალჩოში შეაღწიეს. პირველი აქცია 19 აგვისტოს გაიმართა, მას შემდეგ რაც 5 ეგვიპტელი ჯარისკაცი მოკლეს. ანტიებრაული დემონსტრაციები არ შეჩერებულა, შენობასთან სადაც დიპლომატიური მისია მდებრაოებს, ბეტონის დამცავი კედელი იქნა აღმართული. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3406.html
| |||
განათავსა - consul | 11 სექ. 2011, 20:41 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.