ეკონომიკა: „ნაბეღლავი“ რუსულ ბაზარზე არ ჩქარობს | საქართველოს ამბები | ||
„ნაბეღლავი“ რუსულ ბაზარზე მხოლოდ ორ ქვეყანას (საქართველოსა და რუსეთს) შორის ურთიერთობის დარეგულირების, მსო-ში რუსეთის შესვლისა და მის მიერ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დაბრუნდება. ამის შესახებ სააგენტო „პირველს“ კომპანია „Halthy water“-ის („ნაბეღლავის“ მწარმოებელი) ექსპორტის მენეჯერმა ლევან ჩიქოვანმა განუცხადა. მისი თქმით, რუსულ ბაზარზე ამ მინერალური წყლის დაბრუნების შესახებ მხოლოდ ზემოჩამოთბლილი საკითხების გადაჭრის შემდეგ შეიძლება საუბარი. „ჩვენი კომპანია ევროსტანდარტებს ეყრდნობა, ამიტომ არ მგონია, რომ ზემოჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულების შემდეგ ჩვენთვის რუსეთის მოთხოვნის დაკმაყოფილება რთული იქნება“, - აღნიშნა ჩიქოვანმა და დაამატა, რომ „ჯერჯერობით რუსეთს მხრიდან რიგი საკითხების გადასაჭრელად ნაბიჯები არ გადადგმულა“. საჭიროა აღინიშნოს, რომ დღეს, 9 აგვისტოს, რუსულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რომ „ბორჯომთან“ ერთად რუსეთში შეიძლება „ნაბეღლავიც“ დაბრუნდეს. „Известия“ იტყობინება, რომ „რუსპატენტმა“ სავაჭრო ნიშნის - „ნაბეღლავის“ რეგისტრაციაზე განაცხადი მიიღო. ამავდროულად, „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ რუსეთში დასაბრუნებლად მზადაა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობის დარეგულირების შემდეგ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3391.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 სექ. 2011, 21:24 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.