პოლიტიკა: ოპოზიცია თბილისში ავტობუსთა ძველი მარშრუტების აღდგენას მოითხოვს | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „თავისუფალი ასოციაციების კავშირის“ ხელმძღვანელის ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით, ავტობუსთა ხაზების ერთიანი სისტემის დარღვევით გამოწვეული პრობლემა ქალაქის მოსახლეობას დააწვა მძიმე ტვირთად. მოსახლეობას შესაძლებლობა არა აქვს, გადაჯდომების გარეშე ქალაქის ერთი წერტილიდან მეორეში მივიდეს. „ეს იმ დროს ხდება, როცა სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობა 60 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ ძველი ხაზების აღდგენასა და ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის გაუმჯობესებას მოვითხოვთ“, - განაცხადა შალამბერიძემ. „მარშრუტკების ბიზნესი შარანგიასთან გადავიდა. ქალაქში გადასაადგილებლად მოსახლეობას ორი ავტობუსის გამოცვლა და ორჯერ გადახდა უწევს. ამიტომ მოსახლეობა გაძვირებული მარშრუტკებით სარგებლობას ამჯობინებს. ეს ნამდვილი ძარცვაა. თვეში 20-25 მილიონი ლარი გამოდის. ეს თანხა უგულავამ მოსახლეობის ჯიბეებიდან ამოიღო და შარანგიას ჯიბეში ჩაუდო. თუ ამ ქვეყანაში არის იუსტიციის მინისტრი ან შინაგან საქმეთა მინისტრი, ან რომელიმე სამართლებრივი ორგანო, მათ ახლავე უნდა დაიკავონ უგულავა“, - განაცხადა კუკავამ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3386.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 სექ. 2011, 21:18 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.