ეკონომიკა: საქართველომ 5 საფეხურით გაიუმჯობესა მდგომარეობა | საქართველოს ამბები | ||
საქართველომ 5 საფეხურით გააუმჯობესა თავისი მდგომარეობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით. მან 93-ე ადგილიდან 88-ე ადგილზე გადაინაცვლა. ისევე, როგორც შარშან, წელსაც მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნაციანი ქვეყანა შვეიცარიაა. ლიდერთა სამეულში ასევე შევიდნენ სინგაპური და შვედეთი, შეინარჩუნეს რა მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად. მათ მოსდევთ ფინეთი, რომელმაც მეშვიდედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, და აშშ, რომელიც ერთი საფეხურით უკან, მეხუთე ადგილზე გადავიდა. 2009 წლამდე აშშ რეიტინგის პირველ სტრიქონს იკავებდა. ლიდერთა ათეულში ასევე შევიდნენ გერმანია, ნიდერლანდები, დანია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი. ტოპ-10-დან გამოვარდა კანადა, რომელმაც მე-12 ადგილი დაიკავა. ყველაზე კონკურენტუუნარო ქვეყნებია: ბურუნდი (140-ე ადგილი), ჰაიტი (141-ე ადგილი) და ჩადი (142-ე ადგილი). წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3362.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 სექ. 2011, 19:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.