კულტურა: რუსთაველის თეატრმა რობერტ სტურუა რეჟისორის სახით დაპატიჟა | საქართველოს ამბები | ||
რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრში რეჟისორის სახით დაბრუნებას სთავაზობენ. როგორც სააგენტო „პირველს“ რუსთაველის სახელობის თეატრში შეატყობინეს, „შეთანხმება, რომელიც წლის განმავლობაში ორი სპექტაკლის დადგმას ითვალისწინებს, უკვე გადაცემულია რობერტ სტურუასთვის გასაცნობად, მაგრამ მისი საბოლოო პასუხი ჯერ უცნობია“. „30 აგვისტოს თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ პირადად გადასცა თანამშრომლობის შეთანხმება რობერტ სტურუას. როგორც ცნობილია, სტურუა ამ დღეებში ოდესაში მიემგზავრებოდა და მოფიქრებისათვის დროი მოითხოვა. სავარაუდოდ, მისი პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, - აცხადებენ თეატრში. საქართველოს კულტურის სამინისტროში აზუსტებენ, რომ „რობერტ სტურუას არავინ აუკრძალა რეჟისირება, უბრალოდ იგი აღარ იქნება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი“. შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს იმ გამოთქმებისთვის, რომლებიც სომხური ეროვნებისა და შავკანიანების მიმართ ქსენოფობიას შეიცავდა. გუშინ, 6 აგვისტოს, რობერტ სტურუამ უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს მედიკავშირში „ობიექტივი“. როგორც რეჟისორმა აღნიშნა, იგი „თავისუფალი ადამიანია, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს და თეატრში დაბრუნება მისთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა“. „მე შეურაცხყოფა მომაყენეს, დამცინეს, დამადანაშაულეს რასიზმში და ახლა ამბობენ, „ძვირფაო, მოდი, ასე არ ხდება“, - აღნიშნა სტურუამ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3360.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 სექ. 2011, 19:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.