პოლიტიკა: პეტრე ცისკარიშვილი: ახალი ფრაქცია საქართველოს პარლამენტში - შექმნილია მხოლოდ „თანამდებობისთვის, კაბინეტებისა და ავტომობილებისთვ | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პარლამენტის ახალი ფრაქცია „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ შექმნილია მხოლოდ „თანამდებობისთვის, კაბინეტებისა და ავტომობილებისთვის“, მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს პეტრე ცისკარიშვილს, იუწყება “GHN“. ამის შესახენ მან განაცხადა, როდესაც კომენტარს უკეთებდა დეპუტატ გია ცაგარეიშვილს პროტესტს, რომელიც უკავშირდება ვიცე-სპიკერად ოპოზიციონერის ჯონდი ბაღათურიის დანიშვნაზე უარის თქმას. „გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ ამ ყველაფრის გადაყვანა პოლიტიკურ ბატალიებსა და პოლიტიკურ დებატებში გსურთ, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ეს ფრაქცია სინამდვილეში შექმნილია თანამდებობებისთვის, და არა იმიტომ, რომ თქვენ ერთიანი ხედვა და პლატფორმა გაქვთ“, - თქვა ცისკარიშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იმასაც ადასტურებს, რომ ფრაქციაში გაერთიანებულია „ნოღაიდელის, ალასანიას ხალხი, „ქართული დასი“. „ეს წარმონაშობია, რომელიც შეიქმნა სწორედ იმიტომ, რომ თქვენ თანამდებობებით, კაბინეტებითა და ავტომობილებით სარგებლობდით. თქვენ ახლაც გინდათ ეს, ვინაიდან თავის დროზე ვერ გათვალეთ, არ ჩახედეთ რეგლამენტში და ახლა გაარკვიეთ, რომ სინამდვილეში ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტურია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი შემოდგომის სესიას გუშინ, 6 სექტემბერს შეუდგა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3357.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 სექ. 2011, 19:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.