მეცნიერება-ტექნოლოგიები: ძველი ხალხი სხვა სახეობების წარმომადგენლებთან წყვილდებოდა | მსოფლიოს ამბები | ||
მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ძველი ხალხი Homo-ს სხვა სახეობების წარმომადგენლებთან ჯვარდებოდა. მეცნიერთა სტატია გაჩნდა ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences, მის მოკლე მიმოხილვას კი გვთავაზობს Nature News. მეცნიერთა გამოკვლევის ობიექტად გამოდიოდა აფრიკული ხალხების - მანდიკას, ბიაკისა და სანის წარმომადგენლები გენომები, რომლებიც, როგორც მიჩნეულია, მრავალი ათასი წლის განმავლობაში ბინადრობენ აფრიკაში. გამოკვლევის ფარგლებში მეცნიერებმა კომპიუტერზე მოახდინეს მოდელირება იმისა, თუ როგორი უნდა იყოს იმ ადამიანის გენონი, რომლის წინაპრები სხვა სახეობებთან არ ჯვარდებოდნენ. შედეგად მეცნიერებმა შეძლეს კომპიუტერულ მოდელსა და პრაქტიკულ მონაცემებს შორის შესამჩნევი სხვადასხვაობის აღმოჩენა. მკვლევართა თქმით, მათი შედეგები ერთნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ ძველი ხალხი სხვა სახეობასთან დაახლოებით 35 ათასი წლის წინ ჯვარდებოდა (თავად სახეობა, ალბათ, დანარჩენებისაგან ბევრად უფრო ადრე - სადღაც 700 ათასი წლის წინ განცალკევდა). მეცნიერთა შედეგები აჩვენებს, რომ შესწავლილი ხალხების გენომი შეიძლება სხვა სახეობათა გენომის დაახლოებით ორ პროცენტს შეიცავდეს. თეორიები იმაზე, რომ თანამედროვე ადამიანი სხვა სახეობებთან ჯვარდებოდა, უკვე საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩნდებოდა. 2010 წლის აპრილში მკვლევარმა ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტიდან ჯეფრი ლონგმა წარმოადგინა თანამედროვე ადამიანების დნმ-ის ანალიზის შედეგები, რომლებიც შეჯვარებას ადასტურებდა. უფრო ადრე სვანტე პააბომ მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლიგიის ინსტიტუტიდან შეძლო დაემტკიცებინა ამავე გენომში ნეანდერტალელთა „კვალების“ არსებობა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3354.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 სექ. 2011, 19:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.