პოლიტიკა: იაპონია თავისი საგარეო პოლიტიკის საფუძვლად აშშ-სთან კავშირს მიიჩნევს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() „იაპონურ-ამერიკული კავშირი იაპონიის საგარეო პოლიტიკის საფუძველია, - აღნიშნა გემბამ. - ეს კავშირი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში“. როგორც იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, მოსაუბრეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ტოკიო და ვაშინგტონი „კვლავ ყველა ძალ-ღონეს იხმარენ 2010 წლის მაისში მიღწეული შეთანხმების შესრულებისთვის, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის ზღვის ქვეითი ჯარის კორპუსის ავიაბაზის გადაადგილების შესახებ კუნძულ ოკინავას ფარგლებში“. გემბა და კლინტონი ასევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ ყველა ძალ-ღონეს იხმარენ იმისათვის, რომ მოგვიანებით ამ თვეში გაეროს გენერალური ასამბლეის „ველებზე“ ნიუ-იორკში შესაძლო ორმხრივი შეხვედრა ჩაატარონ. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინებით, იაპონიის საგარეო პოლიტიკური უწყების ახალი უფროსის საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ამერიკული მხარის თხოვნით იქნა ორგანიზებული და დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3353.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 სექ. 2011, 19:40 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.