ეკონომიკა: საქართველოს მთავრობა ქვეყანაში წარმოებადი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას გეგმავს | მსოფლიოს ამბები | ||
უცხოურ ბაზრებზე არსებული ტექნიკური ბარიერების დაძლევის მიზნით საქართველოს მთავრობა ქვეყანაში წარმოებადი პროდუქციისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობის გაზრდას გეგმავს, რისთვისაც უნდა განხორციელდეს ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი ეტაპობრივი დაახლოება საერთაშორისო ნორმებთან. 2012-2015 წლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აღნიშნული მიზნის მიღწევის მიზნით, რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. მათ შორის, უახლოესი სამი წლის განმავლობაში განხორციელდება პარტნიორ ქვეყნებთან გარე სავაჭრო ბრუნვისა და ურთიერთობების რეგულარული ანალიზი, რისი მიზანიც იქნება რეკომენდაციების შემუშავება გარე სავაჭრო ბრუნვის სტრუქტურული გაუმჯობესებისა და სავაჭრო რეჟიმების განვითარებისათვის. ამასთან ერთად, დაგეგმილია ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების, ასევე პრეფერენცირებული რეჟიმების განვითარება და საერთაშორისო დონეზე სახელმწიფო ეტალონების მისაწვდომობის უზრუნველყოფა. როგორც დოკუმენტ „ქვეყნის ძირითადი მონაცემებები და მიმართულებები 2012-2015 წლებისთვის“ პირველად ვარიანტშია აღნიშნული, უახლოესი სამი წლის განმავლობაში მოხდება ეტალონური ლაბორატორიების აღჭურვა ქვეყნის პრიორიტეტულ სფეროებში, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა და საერთაშორისო დონეზე მათი აღიარების მიღწევა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ განხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის შემდგომი ინტეგრაცია შესაბამის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3352.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 სექ. 2011, 19:39 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.