შოუ-ბიზნესი: ბუბა კიკაბიძე და ელდარ შენგელაია ფილმის გადაღებას გეგმავენ | საქართველოს ამბები | ||
ცნობილი ქართველი მსახიობი ბუბა კიკაბიძე და რეჟისორი ელდარ შენგელაია აპირებენ გადაიღონ ფილმი „დიაგნოზი - ქართველები“, იუწყება “GHN“. როგორც ბუბა კიკაბიძემ აღნიშნა, ფილმი ქართულ ხასიათსა და ჩვეულებებზე მოგვიყვება. როგორც „GHN“-თან საუბრისას კიკაბიძემ თქვა, ამჟამად ფილმისთვის სპონსორების ძებნა მიმდინარეობს. საჭიროა აღინიშნოს, რომ ელდარ შენგელაიას, თავისი შვილის დაღუპვის შემდეგ, 5 წლის განმავლობაში ფილმი არ გადაუღია. როგორც კინომცოდნეები აღნიშნავენ, ახალი ფილმის გადაღება კინოს სამყაროში შენგელაიას დაბრუნების სიმბოლო გახდება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3348.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 სექ. 2011, 18:11 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.