ეკონომიკა: ბანკების მიმართ კლიენტთა პრეტენზიების თითქმის ნახევარი დასაბუთებული აღმოჩნდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ბანკების მიმართ კლინეტთა პრეტენზიების თითქმის ნახევარი დასაბუთებული აღმოჩნდა. ასეთია საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგები. ახალი წესების შესაბამისად, რომლებიც ივნისიდან მომხმარებელთა ფასების დაცვის მიზნით ამოქმედდა, ბანკები ყოველთვიურად გადასცემენ ეროვნულ ბანკს ინფორმაციას კლიენტთა საჩივრების შესახებ. პირველი ორი თვის მონაცემებით, ბანკში შესული 437 საჩივრიდან ივლისის ბოლოსთვის 78 პროცენტი იქნა განხილული. პრეტენზიების 48 პროცენტი ბანკებმა დასაბუთებულად მიიჩნიეს. ექსპერტთა ნაწილი აღნიშნულ მაჩვენებელს ლოგიკურად ასახელებს. ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტ გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, საქართველოში საკმაოდ მაღალია საბანკო მომსახურებით უკმაყოფილოთა რიცხვი. მისი თქმით, ეროვნული ბანკის აქტიურობა მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მხოლოდ მისასალმებელია. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3338.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 სექ. 2011, 17:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.