ეკონომიკა: საქსტატი: აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 7.2% შეადგინა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა 4 სექტემბერს განაცხადა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 7.2%-მდე შემცირდა. ივლისში იგი 8.5%-ს შეადგენდა. სურსათის, საწვავისა და ტრანსპორტის ფასები კვლავინდებურად ის მთავარი მიმართულებებია, რომლებიც ინფლაციას განსაზღვრავს. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე წლიურმა ინფლაციამ 12% შეადგინდა, შემცირდა რა ამ მაჩვენებლამდე 16.6%-დან ივლისში. სატრანსპორტო მომსახურების ფასები 23%-ით, ხოლო საწვავის ღირებულება - 20.5%-ით გაიზარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც წინა თვეში 25 საბაზისო პუნქტით შეამცირდა თავისი სააღრიცხვო განაკვეთი 7.5%-მდე, განაცხადა, რომ ინფლაციის დონე მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მცირდება. ამ წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 14%-ს შეადგენდა, ხოლო ივნისში 10%-მდე შემცირდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3337.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 სექ. 2011, 17:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.