საზოგადოება: ბათუმში ონკანებიდან წყლის მაგივრად ნავთობი წამოვიდა | საქართველოს ამბები | ||
ბათუმის დაბა ბარცხანაში ონკანებიდან სასმელი წყლის მაგივრად ნავთობი წამოვიდა. როგორც ადგილობრივმა ტელეკომპანია „ტვ-25“-მა თქვა, ამან წყალმომარაგების სისტემის გაბინძურება გამოიწვია, ხოლო ადგილობრივ მაცხოვრებლებს მწყობრიდან გამოუვიდათ წყლის გამაცხელებელი მოწყობილობები და სარეცხი მანქანები. საქმეთა ასეთი მდგომარეობის მიზეზად სახელდება ის, რომ წყალსადენში სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ხშირად თიშავენ სასმელი წყლის მიწოდებას და წყალსადების სისტემაში მახლობლად განლაგებული ნავთობის მიმწოდებელი დაზიანებული ხაზიდან ნავთობი ხვდება. როგორც „ტვ-25“ იტყობინება, ბათუმში განლაგებული სანავთობო ტერმინალის ხელმძღვანელის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ მანამდე არსებული დაზიანებები უკვე ლიკვიდირებულია. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ონკანებიდან სასმელი წყლის მაგივრად ნავთობი მოდის. აღნიშნულ ფაქტთან და ქალაქში კომპანია „ბათუმი წყლის“ ხელმძღვანელის არყოფნასთან დაკავშირებით დაკავებულია კომპანიის ტექნიკური დირექტორი. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3335.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 სექ. 2011, 20:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.