პოლიტიკა: საქართველო აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ინიციატივას შემოუერთდა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივას შეუერთდა, რომელიც გულისხმობს დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანებას 21-ე საუკუნის გამოწვევების წინააღმდეგ, იუწყება “GHN“. „ინიციატივის მიზანია მმართველობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობისათვის ხელის შეწყობა და საქართველოს საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამაში. ინიციატივის ავტორებია აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტები“, - თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ ნინო კალანდაძემ პრეს-კონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისაგან ჰილარი კლინტონისაგან ინიციატივასთან შემოერთების სპეციალური მიმართვა მიიღო, რაზეც თბილისმა მისცა თანხმობა წერილობითი ფორმით. „წერილში მითითებულია, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვუერთდებით ან ინიციატივას, არამედ მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ ინიციატივის განხორციელებაში“, - თქვა კალანდაძემ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3333.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 სექ. 2011, 20:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.