საზოგადოება: 1 სექტემბრიდან საქართველოში პენსიები 100 ლარამდე გაიზარდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
1 სექტემბრიდან პენსიები მთელი საქართველოს მასშტაბით 100 ლარამდე გაიზარდა იმ პირთათვის, რომლებსაც პენსიები საპენსიო ასაკის მიღწევასთან დაკავშირებით დაენიშნა, ასევე პირებსიათვის მკაფიოდ გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებით. მანამდე ყოველთვიური პენსიის მოცულობა 80 ლარს შეადგენდა, რასაც ემატებოდა 2-დან 10 ლარამდე სამუშაო სტაჟის შესაბამისად. ამ დრომდე არსებობდა დისპროპორცია რეგიონების პენსიონერებსა და დედაქალაქის პენსიონერებს შორის, ვინაიდან თბილისში მცხოვრები პენსიონერები 2010 წლის მარტიდან 10 ლარით მეტ მინიმალურ პენსიას იღებდნენ - აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის ხელისუფლებებმა ადგილობრივი არჩევნების წინ მიიღეს. პენსიების გაზრდილი მოცულობის დასაფარავად ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში ამ წლის აპრილიდან დამატებით 55 მლნ ლარი ჩაითვალა. მანამდე კი, ჯერ კიდევ მარტში, სააკაშვილმა პენსიის 100 ლარამდე გაზრდის გეგმებზე გამოაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლის პირველი ნახევრიდან პენსია 100 აშშ დოლარს (1 აშშ დოლარი = 1.64 ქართული ლარი) „მიუახლოვდება“. 2008 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიხეილ სააკაშვილი ამომრჩევლებს მინიმალური პენსიის 100 აშშ დოლარამდე გაზრდას დაპირდა და ამ დაპირების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ოპოზიცია მას ხშირად აკრიტიკებს. საქართველოში საპენსიო ასაკი შეადგენს 60 წელს ქალებისთვის და 65 წელს მამაკაცებისათვის. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3332.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 სექ. 2011, 20:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.