ეკონომიკა: ბათუმის „შერატონმა“ დაგეგმილთან შედარებით 30%-ით მეტი ტურისტი მიიღო | საქართველოს ამბები | ||
წელს ბათუმის „შერატონმა“ დაგეგმილთან შედარებით 30 პროცენტით მეტი ტურისტი მიიღო. ამის შესახებ აცხადებს სასტუმროს რეალიზაციისა და მარკეტინგის დირექტორი თამარ გულედანი. მისი თქმით, სრულიად დაუსაბუთებელია ექსპერტთა ნაწილის განცხადებები იმაზე, რომ აჭარაში წელს ტურისტთა დეფიციტია. „წელს ჩვენ კლიენტურის 10-12-პროცენტიან ზრდას ველოდით. მაგრამ ზრდის წლიურმა მაჩვენებელმა აღნიშნულ პროგნოზს გადააჭარბა და 30 პროცენტი შეადგინა. აჭარის სასტუმროებში სეზონის პერიოდში პრაქტიკულად არ ყოფილა თავისუფალი ნომრები, რასაც ადგილი არ ჰქონია შარშან. კვირაში ორჯერ სრულდება ჩარტერული რეისები ისრაელიდან, ასევე დაინიშნა რეისი ბაქოდან. გაიზარდა ტურისტთა რიცხვი ირანიდან. თუ შარშან მათი რიცხვი აჭარაში 1200-ს აღწევდა, წელს მან უკვე 16 ათასს მიაღწია. ერთადერთი მიმართულება, რომლის მიხედვითაც ზრდა არ დაფიქსირდა და მაჩვენებლები შარშანდელი დარჩა, ეს სომხეთია. აზერბაიჯანიდან ტურისტთა რიცხვი პრაქტიკულად გაორმაგდა. აგვისტოს ბოლოსთვის აჭარას უკვე ესტუმრა ტურისტთა ის რიცხვი, რომელიც მთელი წინა წლის განმავლობაში დაფიქსირდა“, - აღნიშნავს გულედანი. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3321.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 სექ. 2011, 17:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.