საზოგადოება: საქართველო ცნობილი კომპანიების მარშრუტებში მოსახვედრად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „რეალურად საკრუიზე მარშრუტებს ხუთი წლით ადრე ადგენენ. ჩვენ კომპანიებთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და სხვადასხვა გამოფენებზე მათთან კონტაქტების დამყარებას ვცდილობთ, რათა საქართველოთი დავაინტერესოთ“, - აღნიშნა მან. სიდამონიძის თქმით, ამ მომენტისათვის საქართველო იმ საკრუიზე მარშრუტებში შედის, რომლებიც შავი ზღვის გარკვეულ ქვეყნებში ოპერირებს. „ჩვენ ამ მასშტაბების გაფართოება და უფრო ცნობილი კომპანიების მარშრუტებში შესვლა გვსურს“, - აცხადებს ტურიზმის სააგენტოს უფროსი. უნდა აღინიშნოს, რომ წელს საქართველოს ბევრად უფრო ცოტა საკრუიზე ლაინერი ესტუმრება, ვიდრე შარშან. 2011 წელს აჭარაში 8 საკრუიზე გემის სტუმრობას ელიან, რომელთაგან 5 უკვე იყო ქართულ სანაპიროზე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3320.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 სექ. 2011, 17:35 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.