კრიმინალი: იტალიაში მილიონერები დამაძინებელი გაზის მეშვეობით გაქურდეს | მსოფლიოს ამბები | ||
სარდინიის ფეშენებული რაიონის მცხოვრებმა ადამიანებმა უჩვეული ქურდობაზე გააკეთეს განცხადება, იუწყება გაზეთი The Guardian. პოლიციის ვერსიის თანახმად, რომელიც ინციდენტს იძიებს, ქალაქში ქურდების ბანდა არსებობს, რომელიც დანაშაულის განხორციელებისთვის დამაძინებელ გაზს იყენებს. ორმა მდიდარმა ოჯახმა, რომელიც პორტო– ჩერვოში ცხოვრობს, პოლიციას მოუთხრეს, რომ გასული კვირას, ღამით, როდესაც დანაშაული მოხდა, მათ ღრმად ეძინათა და არაფერი გაუგონიათ, ხოლო დილით თავის ტკივილით გაეღვიძათ. მაშინ მათ აღმოაჩინეს, რომ სახლიდან ფული და ძვირფასეულობა გაქრა. კრიმინალების პირველი და ძირითადი მიზანი ფარმაცეპტიის მაგნატი გახდა. ღამით, როდესაც სახლში ქურდები შეიჭრნენ, იქ მხოლოდ მილიონერის მეუღლე, მისი შვილი, სიდედრი და მოსამსახურე იმყოფებოდა. მოგვიანებით, არცერთი მათგანი არ წუხდა ძალადობაზე და ირწმუნებოდნენ, რომ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ, თუმცა ქურდებს სახლში შესასვლელად მინის ჩამტვრევა მოუხდათ. საერთო ჯამში, სახლიდან ფული და სამკაულები გაქრა, რომელთა საერთო რაოდენობა 300 ათასს ევროს შეადგენს. ქურდებმა მეზობლის სახლიც გაქურდეს, თუმცა მათგან მხოლოდ 15 ათასი ევრო და მაჯის საათები წაიღეს. ანალოგიური დანაშაულები საფრანგეთსა და ესპანეთშიც მოხდა. როგორც იუწყება გაზეთი Metro, ესპანეთის პროვინციის, მალაგას, პრესტიჟული რაიონიდან რინკონ–დე–ლა– ვიქტორიადან ქურდებმა არა მარტო ფული და სამკაულები წაიღეს, არამედ სხვა ძვირფასი ნივთებიც. სანამ მათ მსხვერპლს ღრმად ეძინათ, ისინი ნივთებს მოპარულ მანქანებში ალაგებდნენ. ექიმების თქმით, დასაძინებელი გაზით მოწამლულებს გაუმართლათ: თუ ქურდები გაზის დოზას გაზრდიდნენ, ისინი შეიძლება დაღუპულიყვნენ. ზუსტად, თუ როგორი გაზი გამოიყენეს ბოროტმოქმედებმა, ჯერჯერობით უცნობია. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3312.html
| |||
განათავსა - consul | 03 სექ. 2011, 19:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.