საზოგადოება: ლიბიაში ომის დროს დაახლოებით 50 ათასი ადამიანი დაიღუპა | მსოფლიოს ამბები | ||
ლიბიაში სამოქალაქო ომის მსვლელობაში დანაკარგებმა შეიძლება 50 ათასამდე ადამიანი შეადგინოს, განაცხადა ამბოხებულთა ერთ-ერთმა მეთაურმა ჰისამ ბუხაგიარმა, იტყობინება „РБК“ „Reuters“-ზე მინიშნებით. მისი თქმით, აჯანყების დაწყებიდან მისურატსა და ზილტანში 15-17 ათასი ადამიანი დაიღუპა, დასავლეთის მთების მახლობლად ბრძოლებში ასევე ბევრი დანაკარგია. ლიბიაში სამოქალაქო ომი ამ წლის მარტიდან მიმდინარეობს, ოდნავ მოგვიანებით ამბოხებულთა მხარეს დასავლეთ ევროპის ქვეყნები და აშშ გამოვიდნენ. მათ ლიბიაში საავიაციო ქვედანაყოფები გააგზავნეს, რომლებმაც ამბოხებულთა წინააღმდეგობის საბრძოლო შესაძლებლობები სერიოზულად გააძლიერეს. ამ მომენტისათვის ჯამახირიაში, ტრიპოლის აღების შემდეგ, ძირითადი ბრძოლები წარმოებს მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქის - სირტისთვის. პოლკოვნიკისა და მისი გარემოცვის ბედი უცნობი რჩება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3304.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 სექ. 2011, 19:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.