ეკონომიკა: იაპონიაში ავტომობილების წარმოება დაცემას აგრძელებს | მსოფლიოს ამბები | ||
ივლისში იაპონიაში ავტომობილების საერთო გამოშვება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 9 პროცენტით დაეცა. ამის შესახებ დღეს, 31 აგვისტოს, ავტომობილსამშენებლო კომპანიების ეროვნულ ასოციაციაში განაცხადეს. წარმოების ტემპები ქვეყნის პრაქტიკულად ყველა ავტოკონცერნმა შეამცირა, მათ შორის მსოფლიო ავტოპრომის ლიდერმა „ტოიოტამ“. დარგში დაცემა უკვე ზედიზედ მეათე თვეა აღინიშნება და 11 მარტის დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგის დაძლევას უკავშირდება. მრავალი ქარხანა, რომელთა ნაწილის მუშაობა თითქმის ერთი თვით შეჩერდა, დღემდე ვერ ჭრის რიგი კომპონენტების მიწოდების პრობლემას. ასოციაციის მონაცემებით, სულ იაპონიაში გასულ თვეში 790 ათასზე მეტი ავტომობილი გამოუშვეს, მათ შორის მსუბუქი მანქანები, სატვირთო მანქანები და ავტობუსები. 2010 წლის ივლისში ამ მაჩვენებელმა 867 ათას ავტომობილს გადააჭარბა. ერთდროულად ადგილობრივ ბაზარზე ავტოპრომის პროდუქციაზე მოთხოვნის მკვეთრი დაცემა შეინიშნება. კერძოდ, ივლისში შესყიდვების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.3 პროცენტით შემცირდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3302.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 სექ. 2011, 19:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.