პოლიტიკა: საქართველოს სსს საერთაშორისო საზოგადოებას არააღიარებლობის პოლიტიკის გაგრძელებისკენმოუწოდებს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნის სეპარატისტული რეგიონების მიმართ არააღიარებლობის პოლიტიკის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. როგორც საქართველოს სსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის არჩევნები, რომლებიც 2011 წლის 26 აგვისტოს ჩატარდა, არალეგიტიმურია. „აფხაზეთის შემდგომ ბედთან დაკავშირებული არც ერთი გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიჩნეული კანონიერად პირობებში, როდესაც მოსახლეობის სამი მეოთხედი ხმის მიცემის პროცესთან არ დაუშვეს. ოკუპანტებისა და მათი მარიონეტების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა ძირფესვიანად შეცვალა დემოგრაფიული სიტუაცია აფხაზეთში და ქართული, უკრაინული, სომხური, ბერძნული, ესტონური, აზერბაიჯანული და სხვა ეროვნების იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლება ჩამოართვა. აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის უფლებებს კი ყოველდღიურად არღვევს საოკუპაციო რეჟიმი, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლებს აფხაზეთის ტერიტორიაზე დაშვების უფლება ეკრძალებათ“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოების ყველა წევრს მიმართავს იმისთვის, რომ მან ადეკვატური შეფასება მისცეს ერთ-ერთ ქართულ რეგიონში - აფხაზეთში დამყარებულ „მორიგ ფარსს“ და მოუწოდებს მას, მიზანშეწონილად გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების არააღაირებლობის პოლიტიკა. 2011 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთის ვადამდელ არჩევნებზე ალექსანდრე ანკვაბმა გაიმარჯვა. მან ხმათა 54.9% მოაგროვა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3301.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 სექ. 2011, 19:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.