aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 ეკონომიკა: საქართველოს კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება 1.5%-ით გაიზარდა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
2011 წლის ივლისში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, წინა თვეებთან შედარებით, 1.5 პროცენტით, ანუ 104.3 მილიონი ლარით გაიზარდა და 7.0 მილიარდი შეადგინა. იმავე პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული კრედიტების მოცულობა 4.1 პროცენტით, ანუ 77.9 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების მოცულობა - 0.5 პროცენტით, ანუ 26.4 მილიონი ლარით.



რეზიდენტ იურიდიულ პირებზე იურიდიულმა ბანკებმა ეროვნულ ვალუტაში გასცეს 673.3 მილიონი ლარის, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 3.3 მილიარდი ლარის ოდენობის კრედიტები.


იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში უდიდესი წილი - 51.2 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. ივნისთან შედარებით აღნიშნულ სფეროში კრედიტების მოცულობა 0.6 პროცენტით, ანუ 11.7 მილიონი ლარით შემცირდა და 2.0 მილიარდი შეადგინა.


მრეწველობაზე გაცემული კრედიტების წილმა საერთო მოცულობის 19.5 პროცენტი შეადგინა, რაც 772.5 მილიონ ლარს უდრის. 11.3 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 448.1 მილიონ ლარს შეადგენს. გამომდინარე აქედან, იურიდიულ პირთა დაკრედიტების საერთო მოცულობის 82.0 პროცენტი სამ დარგზე მოდის: ვაჭრობაზე, მრეწველობასა და მშენებლობაზე.


ივლისში 3.3 პროცენტით, ანუ 87.3 მილიონი ლარით გაიზარდა ფიზიკურ პირთა დაკრედიტების მოცულობა და 2.7 მილიარდს გადააჭარბა.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3297.html
განათავსა - Drakula | 03 სექ. 2011, 19:36 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საქართველოს კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება 1.5%-ით გაიზარდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian