საზოგადოება: სამი თვის განმავლობაში თბილისში 168 ადამიანი გადაარჩინეს | საქართველოს ამბები | ||
ბოლო სამი თვის განმავლობაში თბილისში მაშველებმა დახრჩობისაგან 168 ადამიანი გადაარჩინეს. როგორც კავკას-პრესს საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, მტკვარში დახრჩობისაგან მოხერხდა 14 ადამიანის გადარჩენა, კუს ტბაზე - 31 ადამიანისა, თბილისის ზღვაზე - 123-ისა. რაც შეეხება დაღუპულთა სტატისტიკას, 3 თვის განმავლობაში მტკვარში დაიხრჩო 5 ადამიანი, ხოლო თბილისის ზღვაზე - 6. რაც შეეხება ხანძრებს, ივნისში სულ 221 გამოძახება დაფიქსირდა, ივლისში - 623, აგვისტოში - 353. ხანძრების შედეგად ბოლო სამი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3294.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 აგვ. 2011, 23:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.