ეკონომიკა: ინფლაციის დონით საქართველო ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით საქართველოს ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებს შორის ბოლო ადგილი უკავია. ასეთია ბელარუსული ინტერნეტ-გამოცემა „ბელაპანის“ მონაცემები, რომელმაც ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების სტატისტიკის ეროვნული ორგანოების მონაცემთა ანალიზი ჩაატარა და 2011 წლის პირველი 7 თვის სამომხმარებლო ფასების ზრდა შეადარა. საქართველოში ფასები ამ პერიოდში 0.7%-ით შემცირდა. ინფლაციის დონის მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა ბელარუსმა ინფლაციის 41%-იანი მაჩვენებლით. მეორე და მესამე ადგილებზე განთავსდა ტაჯიკეთი (7.7%) და ყირგიზეთი (6.6%), შესაბამისად. მათ მოსდევს შემდეგი ქვეყნები: ყაზახეთი (5.6%), რუსეთი (5%), მოლდოვა (4.9%), უკრაინა (4.6%), ლატვია (3.8%), ლიტვა (2.9%), ესტონეთი (2.7%), აზერბაიჯანი (1.7%) და სომხეთი (0.4%). მონაცემები თურქმენეთზე (ფასების ზრდა წლის პირველ ნახევარში - 0.6%) და უზბეკეთზე (3.6%) არ არის. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3293.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 აგვ. 2011, 23:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.