ეკონომიკა: სიდამონიძე: საქართველოს 1.5 მილიონი ტურისტი ესტუმრა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მაია სიდამონიძე დადებითად აფასებს ზაფხულის ტურისტულ სეზონს. როგორც მან „კომერსანტ.გეს“ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ არ დასრულებულა და პირველადი მონაცემები მხოლოდ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება, წელს 45-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. „ამ დროისთვის საქართველოს 1.5 მილიონი ტურისტი ესტუმრა. რაც შეეხება სეზონებს, ყველაზე აქტიური კვლავ რჩება ზღვის კურორტები, მითუმეტეს, რომ შავი ზღვის კურორტებს დაემატა ახალი - ანაკლია. მაგრამ წინა წლებთან შედარებით წლევანდელი ზაფხული განსხვავდება იმით, რომ ტურისტთა ნაკადი სხვადასხვა რეგიონებზე იყო განაწილებული. აქტიური იყო მთის კურორტები. დამსვენებელთა უკმარისობა არ ყოფილა ბორჯომში, აბასთუმანში, ბახმაროში, წყალტუბოში, საირმეზე. ქართველებთან ერთად მრავალი უცხოელიც ჩამოდიოდა. ევროპელები განსაკუთრებით აქტიურად ინტერესდებიან მთიანი კურორტებითა და კულტურული ტურებით. წელს რაჭის რეგიონი სავსე იყო როგორც ადგილობრივი დამსვენებლებით, ისე უცხოელებით“, - აღნიშნავს სიდამონიძე. მისი თქმით, გამოვლინდა პრობლემებიც - მაღალი ფასები და მომსახურების ხარისხი. „პირველს ბაზარი არეგულირებს, მეორე პრობლემის გადაჭრა კი დროის საქმეა. ამ მიმართულებით, წინა წლებთან შედარებით, უკვე არის დადებითი ძვრები, მაგრამ ეს არასაკმარისია“, - აღნიშნავს ტურიზმის სააგენტოს უფროსი. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3292.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 აგვ. 2011, 23:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.