ეს საინტერესოა: Twitter-ში აბსოლუტური რეკორდი დამყარდა | მსოფლიოს ამბები | ||
ამბავმა მომღერალ ბეიონსეს ფეხმძიმობის შესახებ Twitter-ში წამში შეტყობინებების რიცხვის მიხედვით აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presseმიკრობლოგების სერვისის პრეს-რელიზზე მინიშნებით. Twitter-ში წამში გაჩნდა 8868 შეტყობინება იმაზე, რომ მომღერალს, რომელიც 28 აგვისტოს MTV Video Music Awards-ის ცერემონიაში მონაწილეობდა, ორსულობის აშკარა ნიშნები შეენიშნებოდა. წინა რეკორდი - 7196 შეტყობინება წამში - დამყარდა Twitter-ში 2011 წლის ივლისში, როდესაც აშშ-ის ნაკრებმა სენსაციურად წააგო იაპონიასთან თამაშში ქალთა შორის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. სხვა ამბებს შორის, რომლებმაც Twitter-ის მომხმარებლებს შორის ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია, გახლავთ 23 აგვისტოს მიწისძვრა აშშ-ში (დაახლოებით 5.5 ათასი შეტყობინება წამში), 11 მარტის ცუნამი და მიწისძვრა იაპონიაში (5.53 ათასი შეტყობინება წამში), ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია (დაახლოებით 5 ათასი შეტყობინება წამში), ასევე პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილი (3966 შეტყობინება წამში). ფეხმძიმე მომღერალ ბეიონსეს გამოჩენა კვირას, 28 აგვისტოს, ლოს-ანჯელესში გამართული MTV Video Music Awards-ის ჯილდოების გადაცემის ცერემონიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახდა. მანამდე უკვე ჩნდებოდა შეტყობინებები იმაზე, რომ ბეიონსე და მისი მეუღლე, რეპერი Jay-Z პირველ ბავშვს ელოდნენ, თუმცა ისინი არ დადასტურებულა. მიკრობლოგების სერვისი Twitter2006 წელს ამოქმედდა. 2011 წლის ივნისში Twitter-ის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ სერვისის მომხმარებლები დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 200 მილიონ შეტყობინებას აგზავნიან. 2010 წელთან შედარებით მიკრობლოგების სერვისის მომხმარებელთა აქტიურობა სამჯერ გაიზარდა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3290.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 აგვ. 2011, 23:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.