ეკონომიკა: პენსიონერებს ასაკის მიხედვით შესაძლოა სახელმწიფო დააზღვევს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
თბილისის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მამუკა კაჭარავას განცხადებით, მთავრობაში განიხილება ასაკის მიხედვით პენსიონერთა დაზღვევის საკითხი. მისი თქმით, სექტემბერში პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამ საკითხზე თათბირს გამართავს. კაჭარავამ აღნიშნა, რომ პენსიონერთა დაზღვევა იწარმოებს იმავე პაკეტით, რომლითაც ამჟამად სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სარგებლობს. „დღეისათვის თბილისში სადაზღვევო პოლისები 250 ათას ადამიანს აქვს, ორ წელიწადში კი ყველა უნდა იყოს დაზღვეული. ადამიანები თავად უნდა იზღვევდნენ თავს კერძო სადაზღვევო კომპანიებში, რამდენადაც მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება მხოლოდ ასეთი გზით არის შესაძლებელი“, - განაცხადა მამუკა კაჭარავამ 29 აგვისტოს თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების კომისიის სხდომაზე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3284.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 აგვ. 2011, 23:09 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.